სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის პრევენციის საკითხებზე ანაკლიაში საგანგებო შტაბი შეიკრიბა

2014-09-29 02:42:00

ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით ანაკლიაში საგანგებო შტაბი გვიან ღამით შეიკრიბა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, დიასპორის მინისტრი გელა დუმბაძე, მხარის მუნიციპალიტეტების გამგემგებლები, მერები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის ღონისძიებებზე სასტუმრო „ანაკლიაში“ სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ტექნიკა, შესწავლილია რისკზონები და შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყერული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბრის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს. მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს. ამ ეტაპისთვის დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112.“

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო