სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია

2017-02-13 16:38:00

ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სამშენებლო ხარვეზები გამოსწორებულია. ადგილზე არსებულ მდგომარეობას დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად გაეცნო.

სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება.

C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.

ჰეპატიტის მართვის ახალაშენებული ცენტრი 27 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამშენებლო კომპანიას 10 დღის ვადა მისცა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო