სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა USAID-ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებთან

2017-01-24 15:35:00

 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული GEM fest-ის დამფუძვნებელთან ერთდ დაესწრო.

შეხვედრაზე, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. USAID-ის პროექტი ,,ზრდა’’ ანაკლია-განმუხურის განვითარების გენერალურ გეგმის კონცეფციაზე მუშაობს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID - ახორციელებს პროექტს „ზრდა საქართველოში“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. პროექტი 5 წლიანია და მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას და მათთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რომლის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონში’’, - განაცხადა USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მრჩეველმა ბიზნესის განვითარების საკითხებში ნათია გაბელიამ.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის რასაც USAID ჩვენი რეგიონისთვის აკეთებს, ჩვენთვის ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის განვითარება და ადგილობრივების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. მადლობა თქვენ, რომ ამხელა რესურსს და ენერგიას დებთ იმისთის, რომ ყველაფერი სანიმუშოდ იყოს" - განაცხადა USAID-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

სამუშაო შეხვედრას გუბერნატორთან, Gem-fest-ის დამფუძნებელთან და USAID-ის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები და საქართველოს სპელეოკავშირის წევრი რომან თოლორდავა ესწრებოდნენ.

ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, წლევანდელი GEM fest გრანდიოზული იქნება, ის 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი, რომელიც 20 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა 8 სცენა, სადაც 500-ზე მეტი არტისტი წარსდგება მაყურებლების წინაშე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო