სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუში ახალი საწარმო იქმნება

2017-01-11 11:06:00

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში,კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება - გადაწყვეტილება მთავრობამდღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სამი საწარმოდან ერთ-ერთი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეიქმნება. ქვედა ჩხოროწყუში დაფნისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოს ინვესტიცია 130 000 ლარს შეადგენს.

ჩხოროწყუს გარდა ახალი საწარმო  მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში შეიქმნება. საწარმო სამშენებლო მასალების წარმოებას განახორციელებს და მისი საინვესტიციო მოცულობა 1 300 000 ლარამდეა.

ასევე, ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით 25 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს მიერ დაწყებული ეს პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრები.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ ექნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა თუ საქართველოს მოსახლეობას, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ცხელი სადილი ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში, არის, საღამოს სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელი და, ადგილობრივი პროდუქციის შეძენისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს კავშირი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო