სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

2017-01-07 13:17:00

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.  ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების  წარმადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში  დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს.

საშობაო ნობათი სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს გადაეცემათ.

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო