სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა ენგურის ხიდსა და რუხში საახალწლო განათებები დაათვალიერა

2016-12-29 22:40:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის გამგებელთან ლაშა გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საახალწლო განათებები და ნაძვის ხე დაათვალიერა.

რუხში წელს ახალი წლის შემოსვლა გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით აღინიშნება. 31 დეკემბერს კონცერტი რუხში 22 საათზე დაიწყება. საახალწლო განათებები დამონტაჟდა ენგურის ხიდზეც, სადაც გუბერნატორი იმყოფებოდა. ლევან შონიამ ენგურის ხიდიის სარეაბილიტაციო სამუსაოებსაც გაეცნო.

„ძალიან რთულია, ასე ახლოს იყო შენს ისტორიულ კუთხესთან, ასე ახლოს იყო შენს აფხაზ დებთან და ძმებთან და მათთან ვერ მიდიოდე. მაგრამ მჯერა, რომ მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ახალ წელს და ისევ გავუფრთხილდებით და ვიზრუნებთ ერთმანეთზე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა“ - განაცხადა ენგურის ხიდზე ყოფნის დროს ლევან შონიამ.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული რუხის სავაჭრო ცენტრში მდებარე საგამოფენო სივრცეს სტუმრობდა, სადაც ხვალ, 30 დეკემბერს კრეტიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება. გუბერნატორი სამზადისს უაშუალოდ ადგილზე გაეცნო. ღონისძიება რუხში 12 საათზე დაიწყება, გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს. კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენის გამარჯვებული მესტიაში, სასტუმროო „თეთნულდში“ ვიქენდს გაატარებს. გამრჯვებული ორ პერსონაზე სასტუმროს მომსახურეობის სრულ პაკეტს მიიღებს. საჩუქარს ჟიურის ფავორიტს სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი ლევან შონია გადასცემს. კრეატიული ნაძვის ხეების კონკურსის ორგანიზატორი სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინსტრაციაა. რომელიც 30-31 დეკემბერს გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფელ რუხის, ახლად აშენებულ სავაჭრო ცენტრში, კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენას გამართავს.

გამოფენის ,,შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“ - მიზანია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება. გამოფენაში მონაწილეებს, კრეატიული ნაძვის ხის შეასქმნელად შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.

გამოფენაში მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ რუხის სავაჭრო ცენტრი, წელს გაიხსნა და პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო