სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში

2016-12-29 13:34:00

► ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 31 დეკემბერი 22 საათი - კონცერტი რუხში. ახალი წლის შეხვედრა გრანდიოზული ფოიერვერკით. კონცერტში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები „ოდოია“, „ჩელა“, „ცისკარი“, მუსიკალური ბენდები „UNDER-7“, „MIX“ და ინდივიდუალური შემსრულებლები: ლაშა თოდუა, ნანა ჩიქავა, ვახო გოგილავა. 2-3 იანვარს კულტურის ცენტრ ,,ოდიშის’’ ფოიეში მოეწყობა საახალწლო კარნავალი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ამავე ცენტრში გაერთიანებული კოლექტივები, კარნავალის ბოლოს პატარები მიიღებენ საჩუქრად ტკბილეულს.

►  ქალაქი ზუგდიდი -  3-4 იანვარი შშმ ბავშვების, აუტიზმის და დღის ცენტრის აღსაზრდელების, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, მარტოხელა დედის შვილების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის დაგეგმილია მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო გასართობი პროგრამა სასახლის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით.

► ფოთი - 29 დეკემბერი-წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ფოთის თეატრში 2,3,4 იანვარი - საბავშვო სპექტაკლები და საახალწლო გასართობი შოუ პროგრამა პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში მოხდება შშმ ბავშვების, რეაბილიტაციის ცენტრის, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, მარტოხელა დედის შვილების, დედ-მამით ობოლი ბავშვების საახალწლო ნუგბარით დასაჩუქრება.

► მესტია - 31 დეკემბერი: 18:00 საათზე, თოვლის ბაბუას და ფიფქიას მარხილით სვლა დაბა მესტიის ცენტრალურ ქუჩებში, რომლებიც საჩუქრებს დაურიგებენ ბავშვებს. 22:00 საათზე, სეტის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლები და ახალგაზრდა შემსრულებლები გამართავენ კონცერტს. 23:00 – 01:30 საათზე მუსიკალური ბენდი ჩაატარებს დასკვნით კონცერტს. 24:00 საათზე, გრანდიოზული ფოიერვერკი გაიმართება.

► ჩხოროწყუ - 31 დეკემბერს 17:00 საათზე გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ანსაბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით - ჩხოროწყუს ცენტრში

► აბაშა -  20-30 დეკემბერს საახალწლო კარნავალები ჩატარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 31 დეკემბერი ღია ცის ქვეშ გაიმართება საზეიმო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ვოკალური ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხევდრა ფოიერვერკით.

► ხობი - 30 დეკემბრს გალა კონცერტი გაიმართება.

► სენაკი - 28 დეკემბერი - კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების დაჯილდოება 31 დეკემბერი, 22 საათი, ქალაქის ცენტრალური მოედანი - საახალწლო გალა-კონცერტი ადგილობრივი საესტრადო, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა ფოიერვერკით

► წალენჯიხა - 31 დეკემბერი - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

► მარტვილი -  29, 30 დეკემბერი , საზეიმო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. 30 დეკემბერი, 16:00 სთ. საზეიმო კონცერტი მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. 31 დეკემბერი , 24:00 საათი - ფოიერვერკი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო