სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესტიაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ქვეგანყოფილების შენობა გახსნა

2014-04-03 15:04:00

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გახსნა. სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო.

ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.

მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობის გახსნა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს მთის კურორტებს აქტიურად სტუმრობენ. გასული წლის განმავლობაში შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 29 უცხოელი.

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოსაც ესტუმრა და სამმართველოს შენობა დაათვალიერა. მინისტრი თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო. მინისტრს მასპინძლობდა სამეგრელო ზემო–სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
111213
14
151617
18192021222324
25262728293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო