სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

2016-09-27 17:22:00

ხობში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. დღეს კომპლექსის პროექტის საჯარო განხილვა, ხობის საკრებულოს სხდომათა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მგფ-ის წარმომადგენლებმა სპორტული კომპლექსის არქიტექტურაზე, დაფინასების წყაროებზე და მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. ასევე მოეწყობა საუნა და სამედიცინო ოთახები.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და მისი ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო