სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

როგორი იქნება განმუხურის ბოტანიკური ბაღი

2016-09-26 20:35:00

ფონდი "ქართუს" მორიგი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში "განმუხურის ბოტანიკური ბაღის" დაფუძვნება უნიკალურია, რადგან ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოში ბოტანიკური ბაღი არ დაარსებულა.

ბოტანიკური ბაღის მოწყობის სამუშაოები განმუხურში უკვე დაწყებულია. 

100 ჰექტარამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბოტანიკური ბაღის კონცეფცია, მიზნად ისახავს კოლხური სახობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა სახის ლაბორატორიები, რომელიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციაციებთან. ბაღის ტერიტორიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე, სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში დაარსდება შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ და შეისწავლონ ენდემური და უნიკალური სახეობების მცენარეები.

წინასწარი შეფასებით პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირებისას პირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 200-მდე ადამიანი იქნება, უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა. უკვე შექმნილია პროექტის გამახორციელებელი საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოში მოქმედი ბოტანიკოსები და მეცნიერები, რომლებიც უცხოელ კონულტანტებთან ჩართული იქნებიან ბაღის მსეენებლობის და განვიტარების პროცესში. პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბოტანიკური ბაღების საერტაშორისო საბჭო (BGCI) და მისი გენერალური მდივანი პოლ სმიტი.

პროექტი სრულად დაფინანსდება ფონდი ქართუს მიერ და წარმოადგენს მორიგ საჩუქარს სახელმწიფოსთვის.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო