სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ცოტნეობა 2016

2016-08-12 16:02:00

დღეს ცოტნეობაა, სახალხო-საეკლესიო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ხობში. დილით სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული.

მთელი დღის განმავლობაში ხობში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ტარდება. ცოტნეობის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ლელოს ტურნირი. რომლის გამარჯვებულებიც დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოეს.

დაჯილდეობის შემდეგ, სოზარ სუბარმა და ლევან შონიამ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში მოწყობილი ეთნოკუთხეები დაათვალიერეს, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. დღესვე ხობში „საპატიო ხობელის“ მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. დღის ბოლოს კი ქალაქში გალა კონცერტი ჩატარდება.

ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრს, სინოდის განჩინებით შეირაცხა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო