სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია

2016-06-25 18:05:00

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კულტურის მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაათვალიერეს.

პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეატრი გამოაცოცხლებს სენაკის კულტურულ ცხოვრებას.

სენაკის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

2015 წლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები: გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სადრენაჟე სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები და თეატრის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

შენობის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო