სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადიანების სალხინოს რეზიდენცია დაათვალიერეს

2016-05-29 20:48:00

საქართველოში აკრედიტირებული ელჩებმა "დიპლომატიური ტურის" ფარგლებში დადიანების სალხინოს რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის წევრებმა დადიანების სასახლე, ეზო, ტაძარი და მარანი დაათვალიერეს. 

ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მეგრული სამზარეულო დააგემოვნეს და კერძების მომზადების პროცესს დაესწრნენ.

ელჩები დიპლომატიური ტურის ფარგლებში სამეგრელოში 28 მაისს ჩამოვიდნენ. ორმოცამდე რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩმა კონფლიქტისპირა ზოლი და იქ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა, ასევე დაესწრნენ რეგიონის პოექტებისა და პოტენციალის პრეზენტაციას. 29 მაისს დიპლომატებმა ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ელჩები დღესვე "აწარმოე საქრთველოს" ფარგლებში დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობას სტუმრობდნენ, დიპლომატებმა ტურის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც დაათვალიერეს. 

დიპლომატიური ტური სამეგრელოში დღეს დასრულდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გააცილა და რეგიონით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიპლომატიური ტური" სამაგრელოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო