სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

21 მაისს ზუგდიდში შსს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართება

2016-05-19 11:08:00

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ პროექტს - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შსს არქივის სპეციალური გამოშვება - ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, სადაც ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი, რომლებიც ეხება ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია:

ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში;
გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა;
1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები;
სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“. 

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად მოეწყობა გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით.

ღონისძიებას დაესწრებიან შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45;
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო