სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ერთიანი სავაჭრო ქსელის ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია ფოთში

2016-05-18 17:16:00

იუსტიციის მინისტრმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. 

„TFS“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს (კომპანიებს) შორის ინფორმაციის ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში გაცვლის სისტემაა. მასში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, დაზოგონ დრო, ფინანსები და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინრეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში ან/და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან. საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად გაცვლა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ეკონომიკის განვითარებას.

დღემდე ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა. ამ პერიოდში გამოვლინდა და აღმოიფხვრა საოპერაციო ხარვეზები. ამჟამად სისტემა აერთიანებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, რამდენიმე საზღვაო ხაზს, საბაჟო ტერმინალსა და სატრანსპორტო კომპანიას. სისტემის ოფიციალურად გაშვების შემდეგ პროგრამაში ჩართული ახალი სუბიექტების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რადგან საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის უკვე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად.

ერთიანი სავაჭრო ქსელი სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერაა შექმნილი. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა. მასზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელები, ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო