სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება

2016-04-29 11:38:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ახალი, ევროპული სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი აშენდება. წინასწარი პროექტი მხარის გუბერნატორს და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა.

ახალი ნაგავსაყრელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში აშენდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორის ტენდერი გამოცხადდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტს დროულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გუბერნატორისვე განმარტებით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოეწყობა გამწვანების ზოლი.

პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, ერთის დახურვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად წელს მოხდება.

ახალ ნაგავსაყრელზე ასევე დაგეგმილია გაზის შემკრები სისტემის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა სათბურებისთვის გამოიყენებს. ნაგავსაყრელზე მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა, ეწ რევერსული ორმოები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო