სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შს მინისტრმა და გუბერნატორმა კონფლიქტისპირა სოფელ რუხში მდებარე საგუშაგო მოინახულეს

2016-04-20 10:54:00

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ლევან შონიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, კონფლიქტისპირა  სოფელ  რუხში მდებარე საგუშაგო მოინახულეს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ.

გიორგი მღებრიშვილი, მისი მოადგილეები და ლევან შონია სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრნენ. მინისტრმა და მხარის რწმუნებულმა, ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. გიორგი მღებრიშვილმა და ლევან შონიამ ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარეს, თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს პირადად გაეცნენ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შედეგად, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები გაუმჯობესდა, დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით შეიარაღდა, რამაც მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა.

შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო