სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

2016-04-16 11:22:00

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთმა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. საგამოფენო სივრცეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით მესტიის, ფოთის, მარტვილის, ჩხოროწყუს და  სენაკის სტენდები მოეწყო. გამოფენზე წარმოადგენილი იყო მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტი, მომსახურებები, ტურისტული ლიტერატურა დაფოტო-ვიდეო მასალა.

გამოფენა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. გამოფენაში წელს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს გარდა, წარმოადგენენ ესტონეთს, ლატვიას, ბელარუსს, თურქეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ტაილანდსა და უკრაინას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმადაც დღეს არსებული 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ყოველი ასეთი გამოფენა ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს.

გამოფენის მხარდამჭერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და National Tourism Awards არიან. თბილისში მსგავსი გამოფენა უკვე მე-18-ჯერ გაიმართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო