სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის პოტენციალს სწავლობს

2016-04-06 14:20:00

ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ წარმომადგენლები სამეგრელოში რეგიონის გუბერნატორთან ერთად ჩაის პლანტაციებს ათვალიერებენ და მის პოტენციალს სწავლობენ. კომპანია ინვესტიციების ჩადებას სამეგრელოსა და აჭარაში გეგმვს. სამეგრელოში ჩაის კულტურის აღდგენა წალენჯიხის, ზუგდიდი, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტბში იგეგმება.

კომპანიისპრეზიდენტის, ვან ტიანჩიუანის განცხადებით რეგიონში ინვესტიციების ჩადებას ჩაის თანამედროვე ქარხნის მშენებლობაში გეგმავენ. „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ არსებული ჩაის პლანტაცციების აღდგენას და ახალი ჯიშების შემოტანას გეგმავს.

„ადგილი სადაც ახლა ვიმყოფებით ჩაის აღორძინება დაიწყება, ჩვენ ამ ადგილას ვაპირებთ საუკეთესო ჩაის მოყვანას, სადაც ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ჩვენს საუკეთესო ჩაის სახეობებს, ეს ჩვენი და ქართველების საერთო იდეა და ოცნებაა. მე პირადად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დათვალიერებით, აქ ყველა რესურსია, რომ საუკეთსო ჩაი მოვიყვანოთ, ჩვენ ამ რეგიონში დავნერგავთ ყველა იმ  ტექნოლგიას რაც გვაქვს, ასევე ვაპირებთ ჩაის ახალი, ჯიშების ჩამოტანას“ - განაცხადა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვან ტიანჩიუანმა წალენჯიხაში ჩის პლანტაციების დათვალიერების შემდეგ.

ჩინურ დელეგციას მეგზურობას სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორი ლევან შონია უწევს, მასთან ერთად იმყოფებიან რეგიონის გამგებლები და ჩაის ადგილობრივი სპეციალისტები.

„ეს არის რეგიონის ახალი შესაძლებლობა, კომპანია ჩაის გაშენებას 1200 ჰექტარამდე გეგმავს, პროექტის განხორცილეების შემდეგ საერთო ჯამში 9 ათასამდე ადგილობრივი დასაქმდება. მათ მოსწონთ ჩვენი რეგიონი და ის შესაძლებლობები რაც ჩვენ გვქვს ჩაის კულტურის აღორძინებისთვის. ეს ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობისლ კომპანიას, რომელიც 92 სახეობის ჩაის აწარმოებს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ჩინელების ჯგუფი უკვე შეხვდა ვიცე პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო