სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2016-03-28 14:03:00

საფრანგეთის ელჩი საქართველოში  პასკალ მენიე,  სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პასკალ მენიე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა. მხარის რწმუნებულმა, საფრანგეთის ელჩი საკუთარ კაბინეტში მიიღო.

გუბერნატორმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში, აგრარული სექტორი, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროს განვითარება იყო. მხარეებმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და კონფლიქტისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.ელჩმა ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ერთპიროვნულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პასკალ მენიემ აღნიშნა, რომ საფრანეგეთს და საქართველოს ისტორიულად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და ელჩმა მზაობა გამოთქვა სამომავლოდ ფრანგი და ქართველი ხალხის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ელჩი მეუღლესთან ერთად ასევე შეხვდა ალენ მიურატის ოჯახს და ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო