სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

2014-09-07 16:13:00

ანაკლიაში „მომავლის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნუგზარ კევლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, მისი მოადგილე კობა ქანთარია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მთავარი ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს, სადაც მიმდინარე სეზონზე ბანაკის ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები აისახა. სცენაზე კი გუნდებმა საქართველოს ყველა კუთხის ტრადიცია და ფოლკლორი წარმოადგინეს. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს სპეციალური თასები და მედლები გადაეცათ. ბანაკის დახურვა კი ფეიერვერკებით აღინიშნა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, 16 სექტემბრიდან „მომავლის ბანაკი“ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოზარდების ახალ ნაკადს უკრაინიდან, სპეციალური რეისით მიიღებს. ლევან ყიფიანი მომავალში ბანაკის სისტემის გაფართოებაზეც საუბრობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკის“ არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი მომავალი თაობების სწორად აღზდას, მათ განვითარებას, რეგიონის პოპულარიზაციას ეხება.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ 5 ივლისს გაიხსნა და 6 ნაკადად 1800-მდე ახალგაზრდა მიიღო. საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან ერთი მოსწავლე შეირჩა. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს მიენიჭათ. მათ შორის-სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს.
„მომავლის ბანაკმა“ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც უმასპინძლა. ანაკლიაში წელს ქართული დიასპორის წარმომადგენლები გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან ჩამოვიდნენ.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
19
20
2122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო