სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ტექნოპარკი აშენდება

2016-03-14 19:25:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება ზუგდიდი იქნება, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი - ამის შესახებ გუბერნატორმა სტუდენტებთან საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

„ეს არის ახალი განვითარების და შესაძლებლობების კერა, რეგიონს ექნება ტექნოპარკი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ იდეების რეალიზებას და მომავლისთვის კარგი საქმეების კეთებას“ - განაცხადა გუბერნატორმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დასახელდება ტერიტორია სადაც ტექნოპარკი განთავსდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებს რეგიონში მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.

სამი წლის განმავლობაში რეგიონში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  632 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.

ამავე თემაზე: სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის საქმიანობის 3 და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო