სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის საქმიანობის 3 და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში

2016-03-14 17:52:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტებს რეგიონში მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.

სამი წლის განმავლობაში რეგიონში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  632 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.

გუბერნატორმა, დღესვე, სტუდენტებს 2016 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.

მხარის გუბერნატოსრმა დღეს სტუდენტებს ამცნო, რომ თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება ზუგდიდი იქნება. უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი.

ლევან შონიამ სტუდენტებს ახალი ინიციატივაც გააცნო, ქალაქ ზუგდიდის მერიას უკვე შემუშავებული აქვს პროექტი, რომლის თანახმადაც სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნახევარ ფასს გადაიხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ.

შეხვედრის მეორე ნაწილში სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას რეგიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, სტუდენტებს შეკითხვების დასმა და ამომწურავი პასუხების მიღება მათგანაც შეეძლოთ.

მსგავს ფორმატში შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან გეგმავს.

 

სამი წლის ანგარიში

  • განხორციელდა 1359 ინფრასტრუქტურული პროექტი
  • პროექტების ღირებულება 631 600 000 ლარი
  • დასაქმდა 8693 ადგილობრივი მცხოვრები

 

პროექტები კლასიფიკაციის მიხედვით:

გზები

  • დაიგო და რეაბილიტირდა 218 ქუჩა
  • დაიხარჯა 153,8 მილიონი ლარი.
  • ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 190 ათასი ადამიანი
  • დასაქმდა 3 300 ადგილობრივი მცხოვრები.

წყალი

  • უმეტესწილად 24 საათიანი წყალმომარაგება ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ხობში, სენაკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
  • აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 სათაო ნაგებობას.
  • 30 სოფელს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება.
  • დაიხარჯა 119 მილიონი ლარი.
  • სარგებელი ნახა 157 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა
  • დასაქმდა 1 100-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
  • დაიწყო ქალაქ ზუგდიდის 24 საათიანი წყალმომარაგების, ახალი სისტემის მშენებლობა.
  • ღირებულება 39 593 106 დოლარი.
  • იწყება ზუგდიდის წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია
  • პროექტის ღირებულება 38   მილიონი ლარი.

ხიდები

  • აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 142 ხიდს
  • პროექტების ღირებულება 14 327 000 ლარი.
  • დასაქმდა 895 ადგილობრივი მცხოვრები.

გარე განათება

  • პროექტების ღირებულება 2,9 მილიონი ლარი.
  • დასაქმდა  261 ადგილობრივი მცხოვრები.

კეთილმოწყობა

  • სკვერების, პარკების, ტროტუარების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა 15,9 მლნ ლარი
  • მათ შორის 2015 წელს რეგიონს შეემატა 21 ობიექტი

დასუფთავება

  • ნაგავსაყრელების მოწყობა-დახურვისთის დაიხარჯა  1,5 მილიონ ლარზე მეტი.
  • დაგეგმილია ახალირეგიონულინაგავსაყრელისმშენებლობა
  • პროექტისსავარაუდოღირებულება 38 მილიონიევრო

ნაპირსამაგრი და გაბიონები

  • სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 131 ობიექტზე
  • ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დაიხარჯა 39,4 მილიონი ლარი
  • დასაქმდა 340-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები

მელიორაცია

განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტური 20 პროექტი

  • პროექტების ღირებულება 12 851 828 ლარი
  • სამუშაოებიჩაუტარდა 274 კმსამელიორაციოარხს, 
  • გაიწმინდადამოწესრიგდა 312 კმსადრენაჟე არხი,
  • გარემონტდა 156 სხვადსხვა ჰიდროტექნიკურინაგებობა.
  • დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდა19200ჰექტრი
  • ამჟამად მიმდინარეობს 6  სარეაბილიტაციოპროექტი
  • ჯამურიღირებულებით 5 777 960   ლარი.

მსხვილი სერვისების მიმწოდებელი ობიექტები

  • აშენდა 2 იუსტიციის სახლი
  • 3 საზოგადოებრივი ცენტრი 
  • ფოთის და ზუგდიდის იუსტიციის სახლებში მოეწყო ქორწინების სივრცეები. 
  • მიმდინარეობს რეგიონალური არქივისა და რუხის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა.

ენერგეტიკა

  • სვანეთში ნენსკარაჰესი შენდება,
  • პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი ამერიკული დოლარი
  • შენდება ჰიდროეელქტროსადგური ხობი-2,
  • მიმდინარეობს ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია
  • დასრულდა „სენაკი 1“ და „სენაკი 2-ის“ მშენებლობა.
  • მიმდინარეობს ქვესადგურ „ჯვარის“ და გადამცემი ხაზების რეაბილიტაცია.
  • შენდება ახალი ქვესადგური „ხორგა“.
  • 18 400-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
  • ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დევნილების ბინები და ობიექტები

  • ბინა გადაეცა  896  დევნილ  ოჯახს. 
  • „ სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდა  347   დევნილიოჯახი.
  • საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 2 500  დევნილ ოჯახს.
  • ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა 26 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც ბინას  2016  დევნილი ოჯახი მიიღებს. ამჟამად  მიმდინარეობს  ორი კორპუსის მშენებლობა .

საბავშო ბაღები

  • აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 200-ზე მეტ საბავშო ბაღს, მათ შორის 2015 წელს აშენდა 18 ახალი საბავშო ბაღი.
  • ბავშვთა კვება გახდა უფასო.

განათლება

  • სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 211 სკოლას.
  • 30 სკოლაში მეოწყო ექიმის კაბინეტი.
  • პროექტების ღირებულება 20 981 174 ლარი.

ჯანდაცვა და სოციალური დაცვა

  • აშენდა 9 ახალი ამბულატორია.
  • მიმდინარეობს სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა.
  • რეგიონში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 30 ახალი ავტომობილით განახლდა.
  • 3 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის დაიხარჯა 17 678 454 ლარი.
  • აღნიშნული პროგრამით დახმარება გაეწია 81 555 ბენეფიციარს.

სოფლის მხარდაჭერა

  • განხორციელდა 3974 პროექტი,
  • პროექტების ღირებულება 21 500 000 ლარი

საგაზაფხულო სამუშაოები

  • გამოიყო 55 619 524 ლარი.
  • დამუშავდა 90 023 ჰექტარი მიწის ფართობი,
  • ყოველწლიურად სარგებელი მიიღო 100 ათასზე მეტმა ოჯახმა.

საწარმოები

  • დაფინანსდა  23საწარმო,
  • გადაიაღარდა და გაფართოვდა  30 საწარმო. 
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა:
  • 12 069 338 ლარის ღირებულების 662 სესხი
  • 21 562 625 დოლარის ღირებულების 96 სესხი. 
  • დაფინასდა 141 ბიზნეს გეგმა, დასაქმდა 608 ადგილობრივი მცხოვრები.
  • შეიქმნა 105 კოოპერატივი.
  • ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა.

კულტურა

  • განახორგიელა 23 პროექტი,
  • აღდგა სქურის მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ძეგლი.
  • მოხდა ნოქალაქევის სამეფო აბანოს კონსერვაცია.
  • ზემო სვანთში უშგულში სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სპორტული ობიექტები

  • პროექტების ღირებულება 16,3 მილიონი ლარი
  • დასაქმდა  480 ადგილობრივი მცხოვრები.

 

 

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო