სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში 120 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

2016-03-08 11:02:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ფოთში, გორგასლისა და ტაბიძის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

გორგასლის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში 43 დევნილი ოჯახი, მათ შორის უმრავლესობა აფხაზეთის ომის ვეტერანი, 1993 წლიდან ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, შენობა ამ დრომდე გაზიფიცირებული არ იყო. ობიექტის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო, პროექტირების საფასური კი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსდა.

ასევე სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა ფოთში, ტაბიძის ქუჩაზე ორი კორპუსის გაზიფიცირების სამუშაოებიც, სადაც ჯამში 77 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის“ ფარგლებში, აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცათ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო