სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები ფოთსა და ანაკლიაში

2014-08-10 09:33:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურ დირექტორ გიორგი კომერიძესა და სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, ფოთსა და ანაკლიაში მიმდინარე და დასრულებული წყალმომარაგების პროექტები დაათვალიერა. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთსა და ანაკლიაში წყალმომარაგების მასშტაბურ პოექტებს ახორციელებს. ანაკლიაში უკვე დასრულებული სამუშაოების შედეგად, გამართული წყალმომარაგების სისტემით, დამატებით, 1000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 24 მილიონ ლარს აღემატება.
ანაკლიაში ხორციელდება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგად ანაკლია და განმუხური წყლით 24 საათის განმავლობაში მომარაგდება. პროექტი 2015 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.      
ასევე სტაბილური 24-საათიანი წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ექნება ქალაქ ფოთს მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ. ამ პროექტსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში  შენდება 5 ახალი რეზერვუარი, სატუმბი სადგურები და მაგისტრალური მილსადენი.  ფოთის წყალმომარაგების პროექტი 2016 წელს დასრულდება.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2019 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202122
23
242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო