სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კურორტ „თეთნულდის“ საბაგირო სატესტო რეჟიმში გაეშვა

2016-02-06 21:56:00

კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენენ. მათ დაათვალიერეს შესრულებული სამუშაოები და გაეცნენ ინფორმაციას კურორტის განვითარების შემდგომი ეტაპების შესახებ. ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაესაუბრა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფლების მცხოვრებლებს, სადაც უნდა განვითარდეს სამთო–სათხილამურო კურორტი „თეთნულდი“. მოსახლეობამ აღნიშნული სიახლის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ფრანგული კომპანია „პომას“ ვიცე–პრეზიდენტი ქრისტიან ბუვიე და სხვა მოწვეული სტუმრები.

კურორტი „თეთნულდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტში გადავიდა. კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო,, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება . თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი - მოყვარულთათვის, წითელი - პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება . ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, მათი გადამზადება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო