სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საგანგებო შტაბის სხდომა გუბერნიაში - რა მდგომარეობაა რეგიონში [22:00 საათის მონაცემები]

2016-01-03 22:07:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას რომელსაც ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია ხელმძღვენელობდა შტაბის წევრებთან ერთად, ზუგდიდის მერი, ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 2500-მდე აბონენტს. დილით ეს ციფრი 10 ათას აბონენტს აღწევდა. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა შტაბის სხდომაზე განაცხადა,  ძირითადად აღდგენითი სამუშაოები ვერ განხორციელდა ისეთ სოფლებში, სადაც თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია. მისივე განცხადებით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავის მხრივ შექმნილი აქვს 2 ტექნიკური შტაბი ზუგდიდსა და სენაკში, რომლებიც ბრიგადებისგან შედგება და 24 საათიან რეჟიმში მუშაოებენ.

რეგიონში გაზმომარაგების კუთხით არსებული სიტუაცია ვიცე-გუბერნატორს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფილის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბერიშვილმა გააცნო.  როგორც ბერიშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, გაზმომარაგების მხრივ რეგიონს პრობლემები არ შექმნია. „მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 100-მე აბონენტს დროებით შეუწყდა გაზმომარაგება, თუმცა ეს პროცესი ტექნიკური ხასიათის იყო და დროულად ხდებოდა პრობლემის მოგვარება“. ვახტანგ ბერიშვილი მედიით გაჟღერებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრული სიცრუეა თითქოსდა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს  არ მიეწოდებოდა 3 დღე გაზი, ეს არის უპასუხისმგებლო ტყუილი, არათუ კორპუსს ერთ ოჯახს ვერ დამისახელებენ სადაც 3 დღე გათიშული იყო გაზი“ - განაცხადა „სოკარ-ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.

საგანგებო შტაბის სხდომაზე ვიცე-გუბერნატორმა რეგიონის მასშტაბით გზებზე არსებულ მდგომარეობა მიმოიხილა, კობა ქანთარიას განცხადებით „ამ დროისთვის ცენტრალური გზები, სოფლებთან მისასვლელი გზები, საავადმყოფოებთან მისასვლელი გზები არის გაწმენდილი, ამავდროულად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები გზების გასაწმენდად, მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა.

ამ დროისთვის ჩაკეტილია მხოლოდ მოძრაობა ჯვარი მესტიის მიმართულებით, სადაც ხაიში-ბარჯაშის მონაკვეთზე თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთავე საგზაო მოძრაობა აღდგება.

საგანგებო შტაბები ფუნქციონირებს ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში, გარდა ამისა დილიდან რეგიონის მასშტაბის საკოორდინაციო საგანგებო შტაბი შექმნილია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დავალებით, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

დიდთოვლობის გამო შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების დროს დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 591 41 77 18

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო