სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დიდთოვლობა რეგიონში

2016-01-03 12:28:00

დიდთოვლობაა ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ხობში, ზუგდიდში, მარტვილში, სენაკსა და მესტიაში. დიდთოვლობის გამო მოძრაობა ჩაკეტილია მესტიის მიმართულებით სოფელ ბარჯაშთან, სადაც ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს და გზა უახლოეს მომავალში გაიხსნება.

თოვლის სახით უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში წუხელ გვიან ღამიდან დაიწყეს. ცენტრალური და შიდა გზების უმეტესობა გაწმენდილია, რიგ სოფლებსა და ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.  მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილი იყრებოდა. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლის მუშაობაშიც აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორივე მოადგილე.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. ამ დროის მონაცემებით ელექტრო ენერგია რეგიონის მასშტაბით არ მიეწოდება 10 ათასამდე აბონენტს. აღდგენითი სამუშოები მიმდინარეობს ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც სამუშაოებს ენერგო-პრო ჯორჯიას სპეციალური ჯგუფები აწარმოებენ. სპეციალისტების განცხადებით, დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა დღის ბოლომდე მოხდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო