სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჩეხეთში შეხვედრები გამართა

2015-12-24 09:13:00

 

 სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი  ლევან შონია ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. ჩეხეთში საქართველოს დელეგაციას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი  გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობს. გიორგი ამაშუკელთან და ლევან შონიასთან ერთად  ქალაქ პრაღაში იმყოფებიან: კახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწფიო რწმუნებული-გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები.

 საქართველოდან დელეგაციის სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ჩეხეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას და რეგიონული განვითარების სააგენტოების მუშაობის ზოგად პრინციპებს, გაიზიარონ ევროპული გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით, შეაფასონ დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.

 ამ მიზნით 22-23 დეკემბერს დელეგაციის ხელმძღვანელმა და გუბერნატორმა დელეგაციის წევრებთან ერთად  შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან იოსებ ვლკისთან, საპარლამენტო ინსტიტუტის დირექტორთან შტეფან პეხაჩეკთან, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტთან ივან ჩერნისთან, ქალაქ დობრჟანის მერთან მარტინ სობოტკასთან.

 ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები უკვე გამართა პოლონეთში,  შვენტოკშისკას რეგიონის ქალაქ კელცესში, სადაც დელეგაციის წევრები შვენტოკშისკას რეგიონის მარშალის მოადგილე იან მაჩკოვიაკს და ქალაქ კელცეს მერს ვოიც ეხლუბავსკის შეხვდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო