სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოციალურად დაუცველებისთვის სახლების მშენებლობა 10 საუკეთესო პროექტს შორისაა

2015-12-12 17:47:00

ზუგიდიდის მუნიციპალიტეტში უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებსთვის სახლების მშენებლობა იმ 10 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა, რომელიც 2015 წელს თვითმმარველ ორგანოებში განხორციელდა. დაჯილდოების ცერემონიალი  კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015”-ის ფარგლებში  გაიმართა. კონფერენციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო ზუგდიდის გამგებელ  ედიშერ თოლორაიას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი, კეთილმოწყობილი სახლები გადაეცემათ. კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად ბენეფიციარებს მზის გამათბობლებიც დაუმონტაჟდებათ. სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობისთვის 380 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება.

სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. აქცენტი კი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობდა, ან საცხოვრებელი დამწვარი ჰქონდა. პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო