სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

2015-11-02 16:13:00

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ დაათვალიერეს. სოფელში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და მთლიანად განათდება რიყე-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.  

ამ გზით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი დანარჩენ საქართველოს უკავშირდება. ამასთან, რიყის რეაბილიტირებული გზით რამდენიმე სოფელი ისარგებლებს. 

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამიური ღირებულება 1 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს. ასფალტის საფარი 3,8 კილომეტრზე დაიგება. 

სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივები მოსახლეობაა დასაქმებული. 

რიყელებს გზის პრობლემა ბოლო 20 წელია აწუხებთ. თუმცა მათთვის პრობლემა აქამდე არავის მოუგვარებია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო