სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ეგრისობაზე“ ციხე-გოჯის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

2015-11-02 06:11:00

სენაკში სახალხო დღესასწაული „ეგრისობის“ ძირითადი ნაწილი ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.

მთავრ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და თეატრალური სანახაობები იმართებოდა. ,,ეგრისობის’’ ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი იყო სენაკის მინიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიერ წარმოჩენილი ტრადიციების, სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-ჩვენება.

,,ეგრისობაზე’’ მოხდა ნოქალაქევის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა რეაბილიტაციის პროექტის დეტალებს, რომელზედაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილმა და საპროექტო სამუშაოების ხელმძღვანელმა, სამხატვრო აკადემიის კანცლერმა კახა ტრაპაიძემ ისაუბრეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო