სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამხარეო ადმინისტრაციის და თვითმმართველობების წარმომადგენლები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს შეხვდნენ

2015-10-07 15:51:00

საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს ლაშა გვასალიას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გელა სვირავას და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის და ახალგზრდობის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.                                

შეხვედრაზე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში რეგიონის ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი განიხილეს.  სასკოლო სპორტული ოლიმპიადების პროექტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ამირეჯიბმა შეკრებილებს ოლიმპიადის ჩატარების ეტაპები გააცნო. პირველ ეტაპზე გუნდების დაკომპლექტების მიზნით შიდასასკოლო თამაშები გაიმართება, რასაც სკოლები უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მუნიციპალურ და რეგიონულ თამაშებს ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურები გაუწევენ. დასკვნით თამაშებსა და გამარჯვებული გუნდების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება კი სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოხდება. პროგრამა სკოლებში სპორტის განვითარებას და სპორტში მოსწავლე-ახალგაზრდობის მასობრივ ჩართვას ისახავს მიზნად.

კონსტანტინე ამირეჯიბმა შეკრებილებს მიულოცა, რომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 2016 წელს მონაწილეობას მიიღებს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ესტონეტში გაიმართება. მანვე წარმატება უსურვა სხვა მუნიციპალიტეტბს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე.

თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ პროექტს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო