სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალთაყვაში უპრეცედენტო პროექტის განხორციელბა დაიწყო

2015-10-06 18:21:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქის პერსპექტიული განვითარებისათვის, მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო,რომლისთვისაც 4 მილიონ 180 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც მიმდინარე წელს მილიონი ლარი იქნება ათვისებული.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r''-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს უკვე შეუდგა. დაწყებულია ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 570 მეტრია, სიგანე-6-8 მეტრი. რიტმულად მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოშანდაკება, ასევე, ზღვის სიახლოვეს ქვიშოვანი და მცენარეული გრუნტების მოხსნა, სამუშაოებში ჩართულია გრეიდერები, ბულდოზერები, დამტვირთველ-ექსკავატორები, სატვირთო თვითმცლელი ავტომანქანები.გზის ყრილისა და ქვედა საფუძვლის მოსაწყობად, პარალელურად დაიწყება ბალასტის შემოტანა, გზის მშენებლობის შემდგომი ეტაპი ტროტუარების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობა იქნება, რაც მოასფალტებით დასრულდება. მალთაყვის ბულვარის მშენებლობისათვის უახლოეს პერიოდში დაიწყება ელექტროსადენების, წყლის, გაზის და სხვა კომუნიკაციების გაყვანა.

პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს, რომლის განხორციელების შემდეგ მალთაყვის საკურორტო-დასასვენებელი ზონა თანამედროვე სარეკრეაციო არეალად გადაიქცევა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო