სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წელს მარტვილში ჭყონდიდობა გრანდიოზულად აღინიშნება

2015-09-18 13:29:00

წელს მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა გრანდიოზულად აღინიშნება. 25 სექტემბერს, დავით აღმაშენებლის ამღრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საზეიმო წირვით საკათედრო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყება. რის შემდეგაც წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართება. მოგვიანებით კი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება, გამოფენები გაიმართება მუზეუმის საკონფერენციო დარბაზებსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც, პოეზიის დღე მოეწყობა მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება. წელს ჭყონდიდობაზე მოეწყობა კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლება. 14 საათზე კი მარტვილის საპატიო მოქალაქეების დასახელების ცერემონიალი გაიმართება. ჭყონდიდობა დატვირთული იქნება სპორტული ღონისძიებებითაც, მოეწყობა შეჯიბრი ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.

ადგილობრივი ხელისუფლება მარტვილელებს ჭყონდიდობის აღსანიშნავად გრანდიოზულ კონცერტსაც სთავაზობს, რომელიც მარტვილის ცენტრში 18 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ჭყონდიდობის აღნიშვნა მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორი  მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო