სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის ფესტივალთან დაკავშირებით გუბერნატორმა თათბირი ჩაატარა

2015-09-14 14:40:00

ხობის VII საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი  ლევან შონია გაუძღვა. თათბირს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და კულტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

„წელს ფესტივალი იქნება განსაკუთრებული, როგორც შემოქმედებითი კუთხით ასევე სანახაობრივად. წელს პირველად ხობის ფესტივალის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციაპალიტეტების წარმომადგენლები ეთნოკუთხეებს მოაწყობენ, ველოდებით ძალიან ბევრ საპატიო სტუმარს. ყველაფერმა იდეალურად უნდა ჩაიაროს და ამისთვის თვენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო“ - განაცხადა გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან და საკრებულოს თავმჯდომარისგან მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ხობში მიმდინარე წლის  2-3 ოქტომბერს გაიმართება  და მომღერალ თამარ გვერდწითელსა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას მიეძღვნება. ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის მომღერალთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. 

დღესვე გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო