სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და მასწავლებლებს გუბერნატორმა მიულოცა

2015-09-14 11:44:00

„ჩემო ძვირფასებო - მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომლეთა ცხოვრებაშიც ახალი ერა იწყება. მინდა თითოელ თქვენგანს კარგი სწავლა და წარმატებები ვუსურვო. თქვენ, ვინც დღეს სკოლაში წახვედით  გახსოვდეთ, რომ  ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება.

მოსწავლეებთან ერთად ეს დღე გასაკუთრებულია მასწავლებლებისთვის, თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო დღვანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურო. თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ განათლებული თაობის აღზრდის საქმეში.

სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს, ჩვენს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ნაწილმა საბავშო ბაღებში სწავლა სწორედ დღეს დაიწყო.

მთავრობა დღეს ისე დგას მოსწავლის და მასწავლებლის გვერდით, როგორც არასდროს აქამდე. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები. საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო ავტობუსით სარგებლობს 64 ათასზე მეტი მოსწავლე, ეს ციფრი კი ჩვენს რეგიონში 13 ათასს აღწევს. წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარემონტდა და აღიჭურვა არაერთი სკოლა, აშენდა და კეთილმოეწყო საბავშო ბაღები. რა თქმა უნდა ეს პროცესი უფრო გაძლიერებულად გაგრძელდება, რადგან მთავრობისთვის პრიორიტეტულია განათლება და მისი ხელმისაწვდომობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებულად მინდა ეს დღე ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მივულოცო!“

პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო