სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრმა და გუბერნატორმა რუხის მშენებარე კლინიკა დაათვალიერეს

2015-09-11 16:56:00

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმალევან შონიამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს. საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დროისთვის შენობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ადგილზე მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, და აკადემიკოსი ფროდონ თოდუა.

მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა 220-ადგილიანი იქნება. მისი ამოქმედების შემდეგ, რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს  საშუალება მიეცემათ სამედიცინო მომსახურეობა უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკაში მიიღონ. 

გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, პაციენტების ოჯახის წევრებისთვის აშენდება სასტუმროც. მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2016 წელს დასრულდება.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკი პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.

ზუგდიდელებს მრავალპროფილური კლინიკის აშენების პირობა, 2012 წელს ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევო შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო