სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში ევროსტანდარტის სარაგბო ბაზა გაიხსნა

2015-08-31 21:14:00

ფოთში უნიკალური სპორტული სარბიელი-ევროსტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა- ,,პარკი-არენა’’ გაიხსნა.

ახალი სარაგბო ბაზა ოფიციალურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ,,ქართუ-ჯგუფის’’ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, ფოთის სარაგბო კლუბის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, განსაკუთრებით ფონდ ,,ქართუს’’ დიდი მხარდაჭერისათვის.

ფოთის სარაგბო ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი , ხოლო მეორე- ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელს იტევს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო დარბაზებით, დასასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, სამედიცინო და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.

,,პარკი-არენა’’ 2 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ფოთის სარაგბო ბაზა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს’’ დაფინანსებით, ასოციაცია ,,ატუმ’’ ააშენა და მოაწყო, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნა ფოთელმა და თბილისელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო