სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დარჩელში თხილის საწარმო აშენდა და 542 წევრიან კოოპერატივს გადაეცა

2015-08-29 18:51:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გაიხსნა. საწარმო 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით (სიმბოლურ თანხად - წელიწადში 1 ლარად) გადაეცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „დარჩელის თხილი“, რომელშიც 542 მეპაია გაერთიანებული. საწარმოში შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება.  დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივი უფლებამოსილია საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაცემა.

თხილის საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე დავით გელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საწარმოს გახსნის ცერემონიაზე ოთარ დანელიამ კოოპერატივის წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციამ სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

,,თითოეული გამრჯე მეწარმისთვის, გლეხისთვის თუ ფერმერისთვის წარმატებული, თანამედროვე, განვითრებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის უალტერნატივოა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება. კოოპერაციის განხოციელებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი - დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი. სახელმწიფო პროგრამები მიმართულია ქვეყანაში კოოპერაციის წახალისებისთვის. დარჩელის თხილის საწარმო, რომლის აშენებაც თვენახევარში გახდა შესაძლებელი, სწორედ ამის ნათელი მაგალიათია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობას, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი.

  ვრცლად > თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო