სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ბიზნესფორუმს პირველად უმასპინძლა

2015-08-28 13:21:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესპარტნიორების დაინტერესებისა და ინფორმირების მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ბიზნესფორუმი ,,ჩხოროწყუ 2015“ გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ჩხოროწყუს გამგებელი დათო გოგუა და ბიზნეს სექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ფორუმი წარმოადგენს თანამედროვე პლატფორმას ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც აუცილებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. 

ბიზნესფორუმზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ რეგიონის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უკვე დაწყებულია რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელება. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის დარგის, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დარგის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამების (შეღავაიანი აგროკრედიტის პროექტი, საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა აწარმო საქართველოში) ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაციაც წარადგინა. მინისტრმა სოფლის მეურნეობის კუთხით საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 21 საინვესტიციო პროდუქტი გააცნო. ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ფორუმის მონაწილეებს საკუთარი ხედვა გააცნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ფორმუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე საინვესტიციო შეთავაზება წარადგინეს. ასევე, საინვესტიციო პროექტები წარმოადგინეს მეწარმეებმაც. ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს შორის მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიაც გაიმართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო