სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

28 აგვისტოს ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართება

2015-08-18 17:26:00

28 აგვისტოს, მარიამობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართება. ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრში მონაწილეობას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მიიღებენ. მარულასთან ერთად ერგეტაში ქართული ჭიდაობა გაიმართება, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება.

ღონისძიების მხარდამჭერია: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზუგდიდის მერია.

დღეს, გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ღონისძიების  საორგანიზაციო ჯგუფს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მოისმინა.

მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. გამარჯვებულები და უხუცესი ცხენოსნები, შჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო