სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში გზის სამშენებლო სამუშაოები გუბერნატორმა და ზუგდიდის გამგებელმა დაათვალიერს

2015-07-16 16:38:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუსაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერეს. ამ ეტაპზე რიყეში ორი მილ–ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს გზის მშენებლობა კი სექტემბერში დასრულდება. სოფელში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და მთლიანად განათდება რიყე-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განმარტებით რიყის გზა მეექვსე მასშტაბური გზის პროექტია, რომელისც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა რიყეში ახალი გზის აუცილებლობაზეც გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ გზით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი დანარჩენ საქართველოს უკავშირდება. რიყის რეაბილიტირებული გზით რამდენიმე სოფელი ისარგებლებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამიური ღირებულება 1 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს. ასფალტის საფარიანი გზა 3,8 კილომეტრზე დაიგება.

სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივები მოსახლეობაა დასაქმებული.

რიყელებს გზის პრობლემა ბოლო 20 წელია აწუხებთ. თუმცა მათთვის პრობლემა აქამდე არავის მოუგვარებია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო