სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

2015-07-13 16:13:00

დღეს, 13 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რიგით ოცდამეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გახსნეს. საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანის ინიციატივით, შიდა ქართლსა და აფხაზეთთან საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად შენდება. სამეგრელოში ორსანტიის გარდა, საოკუპაციო ზოლის მახლობლად მცხოვრებთ საზოგადოებრივი ცენტრი სულ მალე სოფელ რუხშიც მოემსახურება.

როგორც სოფელ ორსანტიაში, ისე მიმდებარე სოფლებში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა. მრავლად არიან კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებიც, რომლებიც პერიოდულად ახერხებენ ოკუპირებული ხაზის გადმოკვეთას, რაც საზოგადოებრივი ცენტრის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის. სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად, საცხოვრებელთან ახლოს მიღება მათთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დაგეგმვისას მდებარეობად ორსანტიის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ აღნიშნული ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. 

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. საზოგადოებრივი ცენტრი ორსანტიისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 7000-მდე მომხმარებელს, მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.

ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 23 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალას, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას, კაზრეთისა და შილდას მოსახლეობას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო