სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2015-07-11 14:52:00

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს სამეგრელო-ზემო სვანეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, გურიასა და აჭარას დაფარავს. 

აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო სახის შეხვედრები მიმდიბნარეობს. პროგრამა დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში წარადგინეს, სადაც მოქალაქეებმა ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს. 

მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ, მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა. 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყების კუთხით, რეგიონის განვითარებისთვის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს, კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ: წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა, გაიღრმავონ ბიზნეს უნარები, გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება. 

მესტიამდე შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში გუშინ, 10 ივლისს გაიმართა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო