სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშაში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2015-07-10 19:42:00

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს.

აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო სახის შეხვედრები მიმდიბნარეობს. პროგრამა დღეს აბაშიში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში წარადგინეს სადაც სხცადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიირეს და მთთვის საინტერესო კითხვები დასვეს.

მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყების კუთხით, რეგიონის განვითარებისთვის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს, კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ: წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა, გაიღრმავონ ბიზნეს უნარები, გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება.

ხვალ, 11 ივლისს კი შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო