სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მესტიაში

2015-07-07 16:34:00

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, 6 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ამაშუკელი, ამავე დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურის უფროსი - გიორგი როინიშვილი და სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი - ლევან შონია. ასევე ჭუბერში იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.


სტუმრებმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად, ადგილზე მოინახულეს სოფელ ლახამში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზა. ასევე დაათვალიერეს იმ მოსახლის საკარმიდამო ტერიტორია, რომელსაც მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად უქმნის საფრთხეს. აღნიშნეს მდგომარეობის სირთულე და დასახეს პირველ რიგში გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ძირითადი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო თანხების მოძიების გზებზე.

დღეს, 7 ივლისს, სტუმრები თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობასა და დაბა მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. ასევე გაიმართება სამუშაო თათბირი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო