სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარჩელში თხილის საშრბ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე მეურნეობას მოაწყობს

2015-06-30 17:40:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს.


პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა და მოიცავს თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე კოოპერატივს შეეძლება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა.


პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500- ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განმარტებით „საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულებისუზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის(HACCP) სტანდარტი; როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა აღნიშნა აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თხილისწარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო