სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 6 ივლისამდე დარჩება

2015-06-29 13:11:00

1 ივლისს ზუგდიდიში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლს ზუგდიდში 19 საათზე ჩამოიტანენ. ზუგდიდის შემოსასვლელიდან სკეიტ პარკამდე კი ჩირაღდანს ზუგდიდელი სპორტსმენები მიიტანენ.


ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლას საქვეყნოდ ცნობილი ზუგდიდელი სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ოთარ გაბელია დაესწრებიან.


საღამოს 8 საათზე კი ზუგდიდის ახალ პარკში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი 2 ივლისსაც დარჩება და ის დადიანების სასახლის ეზოში განთავსდება.


ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ  რეგიონებში მოგზაურობს. ის სამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი და სენაკი. დღეს 29 ივნისს კი ოლიმპიურ ჩირაღდანს მარტვილი და აბაშა უმასპნძლებენ, ხვალ, 30 ივნისს კი ჩხოროწყუ. 

ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ  რეგიონებში მოგზაურობს. ის სამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი და სენაკი. დღეს 29 ივნისს კი ოლიმპიურ ჩირაღდანს მარტვილი უმასპნძლებს, ხვალ, 30 ივნისს კი ჩხოროწყუ.
2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო