სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვიცე-გუბერნატორი და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ველომოყვარლთა აქციას შეუერთდნენ

2015-06-26 21:10:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის ველომოყვარულთა ინიციატივით გამართულ აქციაში.


ველომოყვარულთა აქცია „კრიტიკული მასა“ დღეს ზუგდიდში პირველად ჩატარდა და მასში ვიცე-გუბერნატორთან ერთად მონაწილეობდნენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ამავე საკრეულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.


„კრიტიკული მასა“ ველოსიპედისტების აქციაა, რომელიც მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. რბოლის მიზანია ველომოყვარულებმა ავტომანქანების მფლობელებს შეახსენონ, რომ მათ გზებზე უსაფრთხო სივრცე სჭირდებათ.


აქციის ორგანიზატორის და ზუგდიდის ველომოყვარულთა კლუბის პრეზიდენტის გოჩა ლაგვილავას განცხადებით, მსგავის სახის ველომარათონი ყოველი თვის ბოლო პარასკევს სისტემატიურად ჩატარდება.


ზუგდიდელმა ველომოყვარულებმა მსვლელობა „სკეიტ პარკიდან“ დაიწყეს და ქალაქის ცენტრალურ ბულვარს წრე ორჯერ დაარტყეს. მსვლელობის დაწყებმადე აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ თბილისში, 13 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამინების ხსოვნას.


ქალაქ ზუგდიდის საკრებულო გასულ კვირას გამოვიდა ინიციატივით ზუგდიდში ველობილიკების მოწყობასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ დღეს ველომრბოლელებს გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222325262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო